საზოგადოება
29.06.2023 13:12
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გორი მუსიკალურ საღამოს და გასართობ-შემეცნებით აქტივობებს უმასპინძლებს
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-ელ ივლისს, გორი მუსიკალურ საღამოს და გასართობ-შემეცნებით აქტივობებს უმასპინძლებს. ღონისძიებები თეატრის სკვერშია დაგეგმილი.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ პროგრამას:
19:00 საათი - თოჯინების თეატრის სპექტაკლი „წითელქუდა“;
19:00-22:00 საათი - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
საბავშვო გასართობი სივრცე; გიტარის მუსიკალური ვორქშოპი; მუსიკალური ინსტრუმენტების ძერწვის ვორქშოპი; სახის მოხატვა; ნოტების ქსოვა; საპნის ბუშტების გაშვება.
19:00-21:00 საათი - ქეთი ხატიაშვილის ტანვარჯიშის აკადემიის მასტერკლასი.
20:30-22:00 - მუსიკალური საღამო ნუკრი კაპანაძის, დათუნა სირბილაძის, ნეკა სებისკვერაძის, მაია ჯაბუას, მანანა თოდაძის, ნათია პერანიძის, ლიკა დოლიძის, თეატრალურის კვარტეტის, ანსამბლი „ქართული ხმების“ და ჯგუფ „ლაიქ ბენდის“ მონაწილეობით.

საღამოს მუსიკალურად პიანისტი ნინო გულიაშვილი გააფორმებს,
ღონისძიებას კი, ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება.
კვირის ამბები