გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ბილიკები დეკორატიული ფილებით, ლამპიონები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, საბავშვო სივრცეში კი, კაუჩუკის ფილები დაიგება და ატრაქციონები დამონტაჟდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 99 924 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
„პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა, „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“ - ის ფარგლებში ხორციელდება.
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტი“ - ის ფარგლებში კიდევ 30-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. თითოეული მათგანი ადგილობრივმა მოსახლოებამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია“, - აცხადებენ მერიაში.