კულტურა
29.06.2023 12:04
„გადაქმნა“ - გორის ხელოვნების სახლში გამოფენა გაიმართება

„გარდაქმნა“ - გორის ხელოვნების სახლი გურამ წიბახაშვილისა და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს.

ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნამუშევრებში ასახულია საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმა. წარსულში შექმნილ ფორმათა გარდაქმნა ამ ნამუშევრებში სრულიად ახალ შინაარსს იძენს.

„ტოტალური კონტროლი და ცენზურა საბჭოთა სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რის მეშვეობითაც იქმნებოდა საბჭოთა იდეალიზმისთვის დამახასიათებელი ნიმუშები და კერპების ჰეროიკული სახეები. ეს ნამუშევრები საზოგადოებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო და ამასთანავე, დიდი ზეგავლენაც მოეხდინა. დღესდღეობით საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება სხვადასხვა გზით ხდება. გამოფენის ავტორები წარსულის გადაფასებას ვიზუალური ენის მეშვეობით ახერხებენ. საბჭოთა კერპების, ფორმების, არსებული იდეალების დაშლითა და გადაწერით, შერეული ტექნიკისთვის და პოპ-არტისთვის დამახასიათებელი მხატვრული აქცენტით, სრულიად ახალ ნამუშევრებს ქმნიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოფენა 8 ივლისს, 19:00 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში სტუმრობა 3 სექტემბის ჩათვლით შეეძლება.

დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები