სპორტი
29.06.2023 12:00
გორის გუნდი გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებულ ჩემპიონატის გამარჯვებულია

გორის გუნდი პროექტის - „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში, აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჯომარდობის ინტეგრირებული ჩემპიონატის გამარჯვებულია.

გარდა ჯომარდობისა, გორელმა პარასპორტსმენებმა და ვეტერანებმა მშვილდოსნობის ტურნირშიც მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის გორელმა მონაწილეებმა ბოულინგში ჯგუფურ, ხოლო მინი გოლფში ინდივიდუალურ წარმატებასაც მიაღწიეს.

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები, დიპლომები და მედლები გადაეცათ.

ღონისძიება „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბორჯომის საველე ბანაკში ჩატარდა და მასში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

„პროექტს ტრადიციული ხასიათი აქვს. ის ხელს უწყობს გაეროს2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას და მისი აღსრულების ხელშეწყობით შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებას. გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, პარასპორტსმენების მონაწილეობით, მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ტარდება“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები