სპორტი
28.06.2023 14:31
სომხეთის ქალაქ ვანაძორში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ხელბურთში გორელებმა წარმატებით იასპარეზეს
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელთა გუნდმა, სომხეთის ქალაქ ვანაძორში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ხელბურთში, მეორე ადგილი დაიკავა.

გადამწყვეტი შეხვედრა გორელებმა მასპინძელ ვანაძორის გუნდთან გამართეს და მინიმალური სხვაობით 35-34 დამარცხდნენ.

გორის გუნდი ვანაძორის ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: მერაბ დოლიძე, საბა გელაშვილი, გიგი ალექსეევი, გურამ ურიგაშვილი, ლუკა ნატროშვილი, გიორგი ბიჩინაშვილო, რევაზ ბრეგვაძე და დავით ყურელი.
გუნდის მწვრთნელი ლაშა შემშენოვია.
კვირის ამბები