1 ივლისს, მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელის, საქართველოში ძიუდოს ერთ-ერთ ფუძემდებელის, ქართული სპორტის დამსახურებული მოღვაწის - გურამ პაპიტაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.
სააგენტოს ცნობით, 13:00 საათზე დაგეგმილია პაპიტაშვილის ბარელიეფის გახსნა, მისივე სახელობის დარბაზის ფასადზე.
გარდა ამისა, 14:00-ზე, გორის კულტურის და ახალგაზრდობის ცენტრის დარბაზში, გურამ პაპიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.
ღონისძიებებზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ცნობისთვის, ქართული სპორტის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი გურამ პაპიტაშვილი 2022 წლის 1 ივლისს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.