საზოგადოება
28.06.2023 11:59
შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და „საზოგადოება ბილიკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
პროექტის - „დასაქმების ადგილობრივი პოლიტიკის განვითარება - შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის მერიას და „საზოგადოება ბილიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„პროექტის მიზანია ხელი შეეწყოს ადგილობრივ მუნიციპალურ პოლიტიკას, რათა გაუმჯობესდეს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა და დაცვა. პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტები გორი, ხაშური და ახალციხეა.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია პროგრამის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება“ ფარგლებში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ევროპის ფონდთან და ჰადსონ ვოლის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს“, - ნათქვამია „საზოგადოება ბილიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები