საზოგადოება
28.06.2023 11:45
გორში ბიზნეს ფორუმი გაიმართება

ბრენდირების სტრატეგიები რეგიონალური განვითარებისთვის - გორში ბიზნეს ფორუმი ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესის განვითარების გზაზე ბრენდირებისა და მარკეტინგის მნიშვნელობის შესახებ პანელური დისკუსია მოეწყობა. გარდა ამისა, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვან ასპექტებზე მიიღონ ინფორმაცია, გაესაუბრნონ ადგილობრივ ასოციაციებს და გაიარონ კონსულტაცია ბრენდირებისთვის დაფინანსების გზების მოპოვებაზე.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც ფლობს ბიზნესს ან მის ამუშავებას გეგმავს, ასევე რეგიონში მცხოვრებ მეწარმეებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

მსურველებმა რეგისტრაცია ელექტრონულად shorturl.at/dsCS4 -ზე უნდა გაიარონ.

ფორუმი სასტუმრო Gori Inn- ში 30 ივნისს, 14:00-ზე გაიმართება. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩატარდება.

კვირის ამბები