სოფელ გორიჯვარში, ე.წ. „კაკლების“ ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა
გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარედ, ე.წ. კაკლების ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე გაიხსნა.
პროექტის მიხედვით, მოეწყო მაგიდები, სკამები, ფანჩატური და საცეცხლური, ასევე მოპირკეთდა წყარო.
ტურისტული ინფრასტრუქტურის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები და სასკოლო ტურისტული კლუბების წევრები ესწრებოდნენ.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, აღნიშნულ ლოკაციაზე საპიკნიკე სივრცე გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მოეწყო.
„ე.წ. ,,კაკლების“ ტერიტორიაზე ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნავენ მერიაში.