საზოგადოება
27.06.2023 12:50
გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება და მწვანე საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს
გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში იცვლება დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები.

„ამ დროისთვის, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ლომჭაბუკის სკვერში სრულად გამოიცვალა დაზიანებული სანათები, ურნები და სკამები, მოწესრიგდა მწვანე საფარი. ინვენტარის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები