სულიკო ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირზე ძიუდოში გორელმა სპორტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს
გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა, სულიკო ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირზე ძიუდოში, წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული ლაშა ადუაშვილი (42 კგ.), ტატო საბაშვილი (50 კგ.), დათო სადაღაშვილი (55 კგ.) და გიორგი ბაბუციძე (60 კგ.) გახდა.
რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება დათა ხარიბეგაშვილმა შეძლო. სპორტსმენი 38 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
საბა პავლიაშვილმა (42 კგ.), გიორგი ხარიბეგაშვილმა (46 კგ.), არსენ დვალიშვილმა (50 კგ.), ბაჩო დემეტრაშვილმა (81 კგ.) და გიორგი ზურაბაშვილმა (81 კგ.) კი, ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
სულიკო ფეიქრიშვილის სახელობის ტურნირზე ძიუდოში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2008-2009 წწ დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ, 25-26 ივნისს ბათუმში ჩატარდა.