საზოგადოება
27.06.2023 11:28
პროექტის - „საზაფხულო სკოლა“ განხორციელება 3 ივლისიდან დაიწყება, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია 30 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, პროექტის - „საზაფხულო სკოლა“ ფარგლებში, გასართობ-შემეცნებითი პროცესი 3 ივლისიდან დაიწყება და13 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით,სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9-დან 11- წლის ჩათვლით მოზარდებს. რაც შეეხება რეგისტრაციას, დაინტერესებულმა პირებმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში (მისამართი: გორი, სუხიშვილის 20; მშვიდობის 12ა) 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ.

„საზაფხულო სკოლაში მეცადინეობები მოიცავს 2 საათს, კვირაში 4 დღე (ორშაბათი- ხუთშაბათი). სკოლის ჯგუფი დაკომპლექტდება 20 ბავშვით. პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას,“ - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პროექტს - „საზაფხულო სკოლა“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო ახორციელებს.
კვირის ამბები