ყაზბეგში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს
ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 24 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
ტურნირში 2009-2010 და 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
რაც შეეხება გამარჯვებულებსა და პრიზიორებს, 2009-2010 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის, ტურინირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი დავით ყაყიტაშვილი (41 კგ.), ტარიელ საათაშვილი (44 კგ.) და გივი კახნიაშვილი (68 კგ.) გახდა. ნიკოლოზ მაყაშვილმა (38 კგ.) და საბა პაპაშვილმა (75 კგ.) შეჯიბრება ვერცხლის მედლით დაასრულეს. საბა მინდიაშვილი (38 კგ.), ზურა წინმძღვრიშვილი (52 კგ.) და ნიკა თათანაშვილი (57 კგ.) კი, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
2011-2012 წწ დაბადებულ სპორტსმენთა შორის, ანდრია გამხიტაშვილმა (26 კგ.), ლუკა დოთიაშვილმა (35 კგ.), გიორგი ლობჟანიძემ (38 კგ.), ზურა დოთიაშვილმა (41 კგ.), მიხეილ მაყიშვილმა (44 კგ.), ედუარდ მანველიშვილმა (53 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილმა (59 კგ.) შეჯიბრება ოქროს მედლით დაასრულეს. რაც შეეხება ვერცხლს, მისი მოპოვება მათე თუშიშვილმა (23 კგ.), ლუკა ქავთარაძემ (48 კგ.), ალექსანდრე ტლაშაძემ (59 კგ.) და ერეკლე მამესწარაშვილმა (65 კგ.) შეძლეს. შეჯიბრების ბრინჯაოს პრიზიორი კი, დავით ჩოჩიშვილი (23 კგ.), აივაზ ემინოვი (26კგ.), გიორგი ოქროპირიძე (32 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილი (38 კგ.) და ლუკა ქარელიშვილი (44კგ.) გახდა.
ტუნირზე გორის კიდევ ერთი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ და მათ ანგარიშზე 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალია.
აღნიშნული სკოლიდან ტურნირის გამარჯვებლი ნიკოლოზ გაგლოშვილი (29 კგ.), თორნიკე დვალიშვილი (32 კგ.) და გიორგი ქარელი (38 კგ.) გახდა.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ალექსანდრე დოლაბერიძემ (38 კგ.), ივანე გოგშელიძემ (48კგ.) და დავით ფაილევანიანმა (68 კგ.) დაისაკუთრეს.
გიორგი სომხიშვილი (26 კგ.), ტატო ცხაოშვილი (35კგ.), გიორგი ხოსრუაშვილი (41 კგ.), შალვა თვაური (44კგ.), გიგი მარანელი (52 კგ.), ზუკა დოთიაშვილი (62კგ.) და ნიკოლოზ ჩიტუაშვილი (68 კგ.) კი, ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ცნობისთვის, ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირს ყაზბეგმა უმასპინძლა. შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სპორტმენები მონაწილეობდნენ.