საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, გორში მლეოსნური გარბენი გაიმართა. შეჯიბრებაში სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და მოზრდილები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორებიც.
შეჯიბრების გამარჯვებული ბექა ცილიკიშვილი გახდა, რომელიც გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეა. მეორე ადგილზე მეცხრე საჯარო სკოლის მოსწავლე, ნოდარ მეგრელიშვილი გავიდა. ლუკა ცილიკიშვილმა (მესამე სკოლა) კი, გარბენი მესამე ადგილით დაასრულა.
ცნობისთვის, 23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. თარიღი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებას უკავშირდება. საქართველოში ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1994 წლიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება