სპორტი
26.06.2023 12:02
გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი კრაკოვში მიმდინარე ევროპის თამაშების ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია

გორელი სუმოისტი ბადრი ხატისკაცი, კრაკოვში (პოლონეთი) მიმდინარე ევროპის თამაშების ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია.

სპორტსმენმა ოქროს მედალი აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა. რაც შეეხება ბრინჯაოს, ხატისკაცმა მისი მოპოვება +115 კგ. წონით კატეგორიაში შეძლო. გარდა ამისა, სპორტსმენი საქართველოს ნაკრებთან ერთად, გუნდურ ჩათვლაშიც ევროპის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

ხატისკაცი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპელექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. სპორტსმენი ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაშიც წარმატებით ასპარეზობდა. რაც შეეხება სუმოს, ევროპის ჩემპიონატებზე ხატისკაცს დიდებში ოთხი ბრინჯაო ჰქონდა აღებული, 23 წლამდელებში - ორი ოქრო და ორი ვერცხლი, ხოლო 18 წლამდელებში ორი ბრინჯაო და სამი ვერცხლი. მსოფლიოს ჩემპიონატზე ამავე ასაკში კი, ერთი ბრინჯაო.

ბადრი ხატისკაცის მწვრთნელი მერაბ პაიჭაძეა.

კვირის ამბები