კულტურა
26.06.2023 11:50
გორელი ავტორის, მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის დიზაინით კიდევ ერთი მონეტა გამოვიდა

ლიეტუვის ზარაფხანამ გორელი ავტორის, მხატვარ კახაბერ თოფჩიშვილის დიზაინით კიდევ ერთი მონეტა მოჭრა.

ხუთდოლარიან მონეტაზე ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი, ზღვის ღმერთი პოსეიოდონია გამოსახული. მონეტა ლიმიტირებული რაოდენობით, 500 ერთეული მოიჭრა.

მანამდე კი, კახაბერ თოფჩიშვილის ილუსტრაციის საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ლიეტუის ზარაფხანას მიერ, ელისაბედ I-ის გამოსახულებით მოიჭრა ვერცხლის ხუთდოლარიანი მონეტა.

პოსეიდონისა და ელისაბედ დედოფლის გამოსახულებით მოჭრილ მონეტებს კი წინ უძღვოდა იასონის და არგონავტების ხუთდოლარიანი ნომინალის და კოლხი მედეას ორდოლარიანი მონეტები. ასევე ისიდა, იასონი და მედეა. მთლიანობაში, კახაბერ თოფჩიშვილის ილუსტრაციების საფუძველზე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და ლიეტუის ზარაფხანას მიერ, 7 მონეტა გამოვიდა.

თითოეული მონეტა ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა და საკოლექციო დანიშნულებისაა.

როგორც კახაბერ თოფჩიშვილმა ,,გორის მაცნესთან“ აღნიშნა, უახლოეს მომავალში მისი ავტორობით კიდევ სამი მონეტის მოჭრა იგეგმება.

გამორჩეული თანამედროვე ქართველი მხატვარი ,,გორელის“ ფსევდონიმით ხატავს. მისი ნამუშევრების საყურადღებო კოლექცია ინახება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

კვირის ამბები