კულტურა
26.06.2023 10:45
გორის თეატრში თოჯინური სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებიან
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში პატარა მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. 30 ივნისს, 1-ელ და 2 ივლისს თოჯინური სპექტაკლის - „წითელქუდა“ პრემიერაა დაგეგმილი.

რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმულ წარმოდგენაში კობა კოპაძე, ნათია ტატულაშვილი, მზიკა ტურაშვილი, მარიამ არღუთაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ხორციელდება
სპექტაკლის ჩვენება 17:00 საათზე დაიწყება.
დაინტერესებულ მაყურებელს ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში და საიტზე: biletebi. Ge უკვე შეუძლია.
კვირის ამბები