სპორტი
26.06.2023 10:18
გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი 5 მედლით დაასრულეს

ჭაბუკ მოკრივეთა შორის გამართულ ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე კრივში, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სკოლის წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს. სპორტსმენებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირის გამარჯვებული თემურ პავლიაშვილი გახდა. სპორტსმენი 50 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

54 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლევან ამირეჯიბი კი, ტუნირის ბრინჯაოს პრიზიორია.

ზემოაღნიშნული სკოლის სპორტსმენების გარდა, ტურნირზე გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის წარმომადგენლებმა - 1 პირველი და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.

ზაზა მდინარიძე(42 კგ.) შეჯიბრების გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. რაც შეეხება ბრინჯაოს, მისი მოპოვება ნიკოლოზ ხიზანიშვილმა (40 კგ.) და ილია პაპუაშვილმა (60 კგ.) შეძლეს.

ცნობისთვის, ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს ბათუმმა უმასპინძლა.

კვირის ამბები