საზოგადოება
08.02.2020 12:04
გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ახალი ატრაქციონები განთავსდება
გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ახალი ატრაქციონები განთავსდება. განახლებული გასართობი სივრცე პატარებს „ახალბაღში“ ზაფხულიდან დახვდებათ.
ატრაქციონების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რაც 7 ერთეული ატრაქციონის მიწოდებასა და დამონტაჟებას ითვალისწინებს. 2 ერთეული „კარუსელის“, „მფრინავი სკამების“, 2 ერთეული „ელექრომატარებლის“, „მფრინავი გემისა“ და „მოძრავი კალათის“ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ლარია. გარდა ამისა, იგეგმება ავტდორომის რეაბილიტაცია და ძველი საბავშვო მანქანების ახლებით ჩანაცვლება.
კულტურისა და დასვენების პარკის საბავშვო-გასართობი სივრცის განახლებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
კვირის ამბები