შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და სერვისების განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე, აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბიკო აბესაძე, ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ა(ა)იპ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ სოფლის ექიმების პროგრამის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, პროგრამის შიდა ქართლის რეგიონალური კოორდინატორი თამარ მელიქია და სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო ინფრასტრუქტურის, მედპერსონალის და ბიუჯეტის საკითხებითან ერთად, შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელებისას მუნიციპალიტეტების როლზეც.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გაზრდა პირველადი ჯანდაცვის დონეზე არსებულ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანესია და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.