კულტურა
23.06.2023 14:03
გორის მწერალთა სახლში, პროექტის - „ხელნაკეთი წიგნი“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გორის მწერალთა სახლში, პროექტის - „ხელნაკეთი წიგნი“ გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს.

კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ნაუშევრების შესაქმნელად მონაწილეები ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და 9 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა.  

დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოზარდებიც.

„კონკურსში მონაწილე ორ მოსწავლეს კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის მიერ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ნარჩენების ხელახალი გაოყენება და მდგრადობა - ეს იყო მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნამუშევრები შეარჩია. სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული მოსწავლეებიც. აღნიშნული პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება. მოსწავლე-ახალგაზრდები ამზადებენ ხელნაკეთ წიგნებს, არჩევენ წიგნის შინაარსს და თავადვე ქმნიან დიზაინს, რაც მოზარდებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის და ტურიზმის სააგენტოში.

კვირის ამბები