საზოგადოება
23.06.2023 12:13
გორის მუნიციპალიტეტის მერია ზეღდულეთსა და სობისში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სამ ოჯახს დაეხმარება

ადგილობრივი თვითმმართველობა ზეღდულეთსა და სობისში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ სამ ოჯახს დაეხმარება.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სოფლებში, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა და ამ დრომდე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

„პრობლემის აღმოსაფხვრელად პროცესში ოპერატიულად ჩაერთნენ როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე, სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები