დღეს, 23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღეა. თარიღი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებას უკავშირდება. საქართველოში ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1994 წლიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის სიმბოლოდ დღემდე რჩება კუბერტენის მიერ ოლიმპიური კომიტეტისთვის შეთავაზებული სიმბოლიკა: დროშაზე გამოსახული, ხუთი სხვადასხვა ფერის რგოლი.
გვრცელებული მოსაზრების თანახმად, თითოეული რგოლი განასახიერებს დედამიწის თითოეულ დასახლებულ კონტინენტს, რომელიც ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას. ამასთან, შემთხვევითი არც ფერებია — ამ ფერებიდან ერთ-ერთი მაინც, ყველა ქვეყნის დროშაზეა გამოყენებული.
ცნობისთვის, დღემდე საქართველოს 37 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება