საზოგადოება
23.06.2023 11:59
გორის მუნიციპალიტეტის მერია საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას აგრძელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი - „ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვაშენებთ მომავალს“ გრძელდება.

პროექტში მონაწილეები სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 9 - დან 17 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები არიან.

არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ტარდება სახელოვნებო, ციფრული, სპორტული აქტივობები და ინტელექტუალური თამაშები.

„ინიციატივის მიზანია, ახალგაზრდების საზოგადოების აქტიურ წევრებად ჩამოყალიბება. პროექტს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემი“ ახორციელებს“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები