საზოგადოება
22.06.2023 16:17
წლის დემოკრატიული სკოლების გამოსავლენად კონკურსი ცხადდება

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი წლის დემოკრატიული სკოლების გამოსავლენად  კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო  სკოლებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულები.

„დაინტერესებულმა სკოლებმა 2023 წლის 15 ივლისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი ელ.ფოსტით, მისამართზე: info@ctf. org. ge 

განაცხადის ფორმა შევსებული და დადასტურებული უნდა იყოს სკოლის დირექტორის და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის მიერ.

2022-23 აკადემიური წლის დემოკრატიული სკოლები გამოვლინდებიან საქართველოს მასშტაბით. გამარჯვებულებს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური.

დაჯილდოება გაიმართება დემოკრატიული სკოლის  კონფერენცია-გამოფენაზე 2023 წლის 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში“, - ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები