საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსების და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადები განისაზღვრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, დირექტორობის მსურველთა მიერ თანხმობის განაცხადის შევსებისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა განსაზღვრა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დირექტორის სერტიფიკატის მქონე პირებს. მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ვებგვერდზე – directors. mes. gov. ge. რეგისტრაცია დაიწყო 21 ივნისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 27 ივნისის ჩათვლით.
„რეგისტრაციისას კონკურსანტებს საშუალება ექნებათ, მონიშნონ არაუმეტეს 3 საჯარო სკოლა, სადაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი აქვთ. მონიშნული სკოლების შეცვლა შესაძლებელი იქნება რეგისტრაციის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ 28 ივნისს, რეგისტრაციის დასრულების შემდგომ, გამოქვეყნდება ინფორმაცია აპლიკანტების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და აპლიკანტებს დამატებით მიეცემათ ჩამონათვალის შეცვლის შესაძლებლობა 29 ივნისის 09:00 საათიდან 29 ივნისის 00:00 საათამდე. ელექტრონული რეგისტრაციისთვის სავალდებულო დოკუმენტებია: პირადობის ან პასპორტის ასლი, ფოტოსურათი 3X4, სამოტივაციო წერილი“, - აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.