გორში, გურამიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 163 400 ლარია.
საპროექტო მონაკვეთი, რომლის სიგრძეც 157 მეტრს შეადგენს (სამეფო ქუჩიდან ახალბაღამდე), მდინარე მტკვარს მიუყვება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, პროექტის მიხედვით, რეაბილიტირდება ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მოეწყობა ტროტუარები, გამწვანების ზოლი, გარეგანათება, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
„ტენდერის პირობების მიხედვით სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს. ამასთან, მალე დასრულდება გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობაც. გამაგრებითი სამუშაოები მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე ხორციელდება. კედლის სიგრძე 214 მეტრია“, - აცხადებენ მერიაში.