წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრის და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახლადრეაბილიტირებული გზის მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია და პაპიტაშვილის ქუჩიდან და კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე არსებულ მონაკვეთს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად განხორციელდა ტროტუარების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოწყობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დამონტაჟდა ახალი გარეგანათების სისტემაც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში