საზოგადოება
21.06.2023 11:42
გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა

ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, 8-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდები ორი კვირის განმავლობაში ისწავლიან და პროექტში - „ეს საინტერესოა“ მონაწილეობას მიიღებენ.

„გორის საზაფხულო სკოლა ბავშვებს დაეხმარება, გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებელნი, დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში, იზრუნონ სხვებზე და იცოდნენ, როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეული მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და საზოგადოების ცნობიერება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამაგიდო თამაშები, კინოსეანსი, ვიქტორინები, ორიგამის შესწავლაქ, ბიბლიოფილია, სენსომოტორული აქტივობები, სადღესასწაულო თამაშები. მოზარდები ინფორმირებულები იქნებიან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

პროგრამას „ეს საინტერესოა“ უძღვებიან „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ადრეული განათლების პროგრამის პედაგოგები“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

საზაფხულო სკოლაში, ჯამში, 30 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრები გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მიმდინარეობს.

პროექტი - „ეს საინტერესოა“ გორის მუნიციპალიტეტის ,,განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები