მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ე.წ საზაფხულო ერთი საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ვახტანგ გიუნაშვილის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე, გორში მე-3 საბავშვო ბაღი იმუშავებს. დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი 1 აგვისტოს დაიწყება და 6 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 10-დან 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
საზაფხულო ბაღში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად, სააგენტოს ვებგვერდზე: www. gorikids. ge