მზე, სიხარული, სილამაზე - ბულგარეთში, ბურგასის ოლქის ქალაქ ნესებირში გამართულ 21-ე საერთაშორისო საბავშვო ფესტივალ-კონკურსზე გორელმა ნინი სამნიაშვილმა ჟიურის განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
16 წლის ნინის მიერ ფინალში შესრულებული ლარა ფაბიანის ფრანგული სიმღარა ,,Je Suis Malade" გადამწყვეტი აღმოჩნდა.
სამნიაშვილი კონკურსში ვოკალურ ანსამბლ ,,აი ია“-ს (ხელმძღვანელი ნანა სამსახარაძე) წევრებთან ერთად მონაწილეობდა.
,,აი ია“ კონკურსზე საკმაოდ წარმატებით გამოვიდა, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და კატეგორიაში საპრიზო ადგილები ანსამბლის შვიდმა წარმომადგენელმა მოიპოვა.
ახალგაზრდა გორელი ვოკალისტების გარდა, დაჯილდოვდა ,,აი ია“-ს ხელმძღვანელიც. საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსის ჟიურიმ ნანა სამხარაძე ნომინაციით - ,,საუკეთესო პედაგოგი“ დააჯილდოვა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება