საზოგადოება
20.06.2023 13:43
ვარიანის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი“ და გაჩნდეს ექიმის თანამდებობაზე ან ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 660 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 28 ივნისის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ელი სექტემბერია მითითებული.
კვირის ამბები