„სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად მერიამ ტენდერები გამოაცხადა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა ხუთ ლოკაციაზე იგეგმება. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს და გათვალისწინებულ სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებულ თანხებს, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელ ბროწლეთში მინი მოედანი მოწყობა. პროექტის ღირებულება 157 115 ლარია.
ვარიანში, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნის მოსაწყობად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 64 140 ლარი.
მინი მოედნის რეაბილიტაცია დაგეგმილია ზერტში (110 645 ლარი),
რეხაში (52 105 ლარი) და ხურვალეთში (96 910 ლარი).
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა.
პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ მერიაში.