25 ივნისს ველომარათონი „უფლისციხე 2023“ გაიმართება. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 08:00 დაიწყება და უფლისციხეში დასრულდება. მარათონში მონაწილეობა 15 წლიდან ზემოთ ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„გორის მაცნე“ გთავაზობთ მარათონის პროგრამას:
08:00 - შეკრება, სტალინის გამზ#16, საკრებულოს შენობა
08:30 - ინსტრუქტაჟი
09:00 - გასვლა
10:30 - უფლისციხის მონახულება
12:00 - იოგას სესია დამწყებთათვის
13:00 - გორის თეატრის სახალისო პერფორმანსები
14:30 - უფლისციხიდან გორისკენ წამოსვლა
ველომარათონი „უფლისციხე 2023“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს, უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალის, გორის ველომოყვარულთა კლუბის, სოფიოგასა და გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით იმართება.