საზოგადოება
07.02.2020 12:53
თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები გააუმჯობესა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები გააუმჯობესა. სიახლე სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვის გაძლიერებას გულისხმობს. წინა სადაზღვევო პაკეტთან შედარებით, არსებულ პაკეტს დაემატა სტომატოლოგიური, ონკოლოგიური და კარდიოქირურგიული მომსახურების ქველიმიტები, გაუმჯობესდა გამონაკლის შემთხვევებში არსებული სამედიცინო მომსახურების პირობებიც. განახლებული პაკეტის ფარგლებში, ასევე, გაიზარდა მომსახურე აფთიაქების, მედიკამენტების ლიმიტებისა და დაფინანსების ლიმიტების რაოდენობა, მათ შორის, სამშობიარო, გეგმიურ-ამბულატორიულსა და გეგმიურ-სტაციონარულ მომსახურებაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მომავალში, კვლავ გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის ღირსეული პირობები შეიქმნას და უწყების მიერ დაწყებული ყველა რეფორმა სრულად განხორციელდეს.
კვირის ამბები