საზოგადოება
19.06.2023 15:56
2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 1-ლი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მილიონი ლარი დაემატება.

„მიმდინარე წლის ივლისის თვიდან, სოციალურ დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 200 ლარი გახდება. ჯამში 70 მილიონი ლარი დაემატება წლევანდელ ბიუჯეტს და მთლიანობაში, სოციალურად დაუცველი ბავშვების 200 ლარიანი დახმარების გასაცემად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი “, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კვირის ამბები