გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში მორიგი საპრემიერი ჩვენება 24-25 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი სახელწოდებით - „გაუგებრობა“ გორელი მაყურებლისთვის ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. ალბერტ კამიუს პიესა, 1943 წელს ოკუპირებულ საფრანგეთში დაიწერა და ფრანგულიდან პაატა ჯავახიშვილმა თარგმნა.
კაცი, რომელიც დიდი ხანია საზღვარგარეთ ცხოვრობს, დის და დაქვრივებული დედის სანახავად სახლში ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ საკუთრი და და დაქვრივებული დედა ოთახებს აქირავებენ და მდგმურების ქონებას ისაკუთრებენ. კაც ისე იქირავებს ოთახს, რომ თავის ვინაობას არ გაამხელს...
გორის თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლში მსახიობები: ლიკა კევლიშვილი, ანა ტყებუჩავა, ელენე დარჩია, იორეკ ჩიტაშვილი და ნოდარ ცერცვაძე მონაწილეობენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება