საზოგადოება
19.06.2023 11:31
გორელი ახალგაზრდები „Erasmus +“-ის ის პროგრამის ფარგლებში ორკვირიან სასწავლო კურსს პოლონეთში გაივლიან

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, „Erasmus +“-ის ის პროგრამის ფარგლებში, ორკვირიან სასწავლო კურსს პოლონეთში გაივლიან.

როგორც გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგ კურსის მიზანი მონაწილეების პიროვნული განვითარების მხარდაჭერა, ახალგაზრდების სამუშაო კომპეტენციების ამაღლება და ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერებაა.

„პროექტის მონაწილეები ორი კვირით გაემგზავრნენ პოლონეთში ტრენინგზე - „Back to the Roots“. აღნიშნულ სასწავლო კურსს დაესწრებიან ექვსი ქვეყნის - საქართველო, სერბეთი, იტალია, ესპანეთი, უკრაინა და პოლონეთი - ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახალგაზრდების მგზავრობა და განთავსება სრულად დაფინანსებულია ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „Windmill Tree Foundation“ მიერ“, - აცხადებენ სააგენტოში.

კვირის ამბები