სპორტი
19.06.2023 11:09
თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ ტურნირზე გორელებმა 2 მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელმა სპორტსმენებმა, ერევანში, თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ სტეფან სარგისიანის სახელობის ტურნირზე 2 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.

გიორგი გეგელაშვილმა ტურნირი ვერცხლის მედლით დაასრულა. სპორტსმენი 57 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედალს, მისი მოპოვება ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ.) შეძლო.

ორივე სპორტსმენი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ამ შეჯიბრებაზე სრულად 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კვირის ამბები