სპორტი
19.06.2023 10:59
17 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გორელებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 17 წლამდელთა შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში, გორელმა სპორტსმენებმა 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გორელთაგან ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გიორგი მაისურაძე გახდა. სპორტსმენი 51 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

კონსტანტინე პეტრიაშვილი (80 კგ.) კი, ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

ორივე მათგანი გასულ წელს 15 წლამდელთა შორის ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზეც ასპარეზობდა, სადაც პეტრიაშვილი ჩემპიონი, მაისურაძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტირანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი მოჭიდავე ასპარეზობდა. ზურაბ აბალაკმა შეჯიბრება მეხუთე ადგილით დაასრულა.

ცნობისთვის, სამივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია და მათი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.

კვირის ამბები