შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მიხეილ შაყულაშვილის ხელმძღვანელობით საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრას რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. მუნიციპალიტეტების მერების თქმით, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. გარდა ამისა, საუბარი შეეხო მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობასაც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.