საზოგადოება
16.06.2023 13:00
გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის - თურქული ენის შემსწავლელი კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტში ჩართულ მოქალაქეებს ენის შემსწავლელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გადასცეს.

ღონისძიებას ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.
შეგახსენებთ, სტრატეგიული განვითარების სააგენტო გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თურქული ენის შემსწავლელ კურსებს მესამე წელია სთავაზობს. კურსი ითვალისწინებს ენის სწავლებას არაფორმალური მეთოდების: დისკუსიების, დებატების და აუდიო-ვიზუალური მასალების საშუალებით.
კვირის ამბები