საზოგადოება
16.06.2023 10:04
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ღრუბლიანობა და კვლავ ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 16 ივნისს, გორში, 14-დან 16 საათამდე მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +24 გრადუსს მიაღწევს.

მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი 17 ივნისსა დაახლოებით 14 საათისთვის, ჰაერი კი +26 გრადუსამდე გათბება.

დილის 9 საათიდან 14 საათამდე წვიმაა მოსალოდნელი გორში 18 ივნისს, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +23 გრადუსს მიაღწევს.

ცვალებადი მოღრუბლულობა და პერიოდულად ნალექი შენარჩუნდება გორში 25 ივნისის ჩათვლით.

კვირის ამბები