უხვი ნალექის შედეგად ბოშურში შექმნილი პრობლემები ლიკვიდირებულია.
გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ბოშურში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სამუშაოების დაწყება წყლის დონის დაკლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო ტექნიკა.
ინტენსიური სამუშაოების შედეგად, შესაძლებელი გახდა ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაც.
ცნობისთვის, 14 ივნისს, უხვმა ნალექმა ხევიდან წყლის მოვარდნა გამოიწვია, რამაც გზის სავალი ნაწილი დააზიანა და ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში