საზოგადოება
15.06.2023 12:48
ბოშურში, სადაც უხვი ნალექის მოსვლის შედეგად პრობლემები შეიქმნა, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურში, სადაც უხვი ნალექის მოსვლის შედეგად პრობლემები შეიქმნა, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. ამ დროისთვის უკვე აღდგენილია დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზი.

„ბოშურში ხევიდან მოვარდნილმა წყალმა და ადიდებულმა მდინარემ გზის სავალი ნაწილი დააზიანა, დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მერის პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობას და საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები