გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა.
შეხვედრას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული სკოლების კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აბიტურიენტებს 2023 წლის საგამოცდო სიახლეებთან, საგამოცდო პროცედურებთან, გრანტის გაცემის წესთან და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ღია კარის დღეებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს მასშტაბით იანვრიდან მართავს. პირისპირ შეხვედრების გარდა, იმართება ონლაინ ღია კარის დღეებიც, რომლებზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„ეროვნული გამოცდები 2023“ წელს 3 ივლისს დაიწყება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში