საზოგადოება
15.06.2023 11:21
გორში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სისხლის უანგარო დონორის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორში აქცია გაიმართა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა.

სისხლის უანგარო დონაციის აქციას მოქალაქეებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, 14 ივნისი სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღეა. თარიღი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და წელს მეთვრამეტედ აღინიშნება. ეს დღე უანგარო დონორებისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად დაწესდა.

კვირის ამბები