საზოგადოება
15.06.2023 10:46
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახალწვეულებმა შინდისის გმირების მემორიალთან სამსახურის მოსამსახურის ფიცი დადეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგები 150 წვევამდელით შეივსო. სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას, ახალწვეულებს ფიცის მიღება მიულოცეს და წარმატებული სამხედრო სამსახური უსურვეს, შინდისის გმირების მიმორიალის მიმდებარედ მოქმედი ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ კი ახალწვეულები დალოცა.

ერთი წლის განმავლობაში ახალწვეულები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურს გაივლიან.

სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ფიცის მიღების ცერემონიაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები და წვევამდელთა ოჯახის წევრები.

კვირის ამბები