გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა სოფელ კარბში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გიორგი კაპანაძე მოინახულეს და ეტლი გადასცეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბექა ლობჟანიძემ და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია მამულაშვილმა ოთხი შვილის მამას დამხმარე მოწყობილობა პირადად გადასცეს.
როგორც საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნეს, დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლის ინდივიდუალური საჭიროებები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში