საზოგადოება
14.06.2023 14:09
14 ივნისი - სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე

14 ივნისი სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღეა. თარიღი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2005 წელს დააარსა და წელს მეთვრამეტედ აღინიშნება.

სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლის და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე; უანგარო, რეგულარული დონორების კრიტიკულად მნიშვნელოვან როლზე ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში და უანგარო რეგულარული დონორების მიმართ მადლიერების გამოხატვა.

ამ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობებს და ჯანდაცვის უწყებებს გამოყონ შესაბამისი  რესურსები იმისთვის, რომ სისხლის მარაგები შეივსოს უანგარო რეგულარული დონაციების მეშვეობით, სისხლის პროდუქტები მუდმივად იყოს ხელმისაწვდომი.

 

კვირის ამბები